2 ივლისი ისტორიაში

2 ივლისი 2015 Shadow


Picture 19921993 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე დაბა ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველოფდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. ჩრდილიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია.

შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა ქართველმა ჯარისკაცემბა შესძლეს დესანტის მოგერიება, შეინარჩუნეს პოზიციები და მთლიანად გაანადგურეს საზღვაო დესანტი.

სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ. ყველაზე მეტი დანაკარგი ამ შეტევაში სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად „შავნაბადას ბატალიონმა“ და „ავაზამ“ განიცადა. დესანტი რუსეთის დროშებით არ ომობდა, თუმცა დაპირისპირებულ მხარეს დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. თავად აფხაზები ტამიშის დესანტს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად თვლიან. ეს იყო ყურადღების გადამტანი მანევრი, ამით რამდენიმე დღე გზა ჩაკეტეს სოხუმზე. მთავარი დარტყმა სოხუმზე მოხდა. შეუტიეს სოფელ შრომას, ეს სოფელი სოხუმს თავზე გადმოჰყურებს.

ამ დროისათვის „შავნაბადის ბატალიონი“, რომელიც საკმაოდ ორგანიზებული და მრავალრიცხოვანი იყო, ორ ნაწილად იყო დაყოფილი - „შავნაბადას სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი“, რომელსაც გენერალი კობა კობალაძე ხელმძღვანელობდა და „შავნაბადას პირველი საარმიო კორპუსი“ დაზვერვის ცალკეული ბატალიონი, რომელსაც გიორგი თავდგირიძე მეთაურობდა. გიორგი თავდგირიძე უშუალოდ იღებდა მონაწილეობას მის ბატალიონთან ერთად ტამიშის შეტაკებებში, სწორედ მან და მისმა მებრძოლებმა გაანეიტრალეს მოწინააღმდეგის 3 ტანკი.

წყარო: For.ge 

 

ვიდეო, რომელიც ადასტურებს ტამიშის დესანტში რუსი სამხედროების მონაწილეობას.

წყარო: Youtube არხი Cyxymu.